გვიან ღამით თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
როგორ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩატარდა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ, არავინ ცხოვრობდა და მხოლოდ მუშა იმყოფებოდა.
