„60+ ასაკის წვეულებაში, რომელიც ცოდნის ხნის წინ ცოდნის კაფეშ გაიმართა, მონაწილეობა არაერთმა ასაკოვანმა ადამიანმა მიიღო. მათ წვეულებასთან ერთად მონაწილეობა სამოტივაციო ვიდეორგოლშიც მიიღეს. ცოდნის კაფეს უკვე 3 წელია, რაც ეს კლუბი აქვს და არაერთი ღონისძიების ავტორია.
უკვე მესამე წელია 60+ ასაკის ადამიანები იკრიბებიან, აქვთ ლიტერატურის, ჯანდაცვის, ხელსაქმის, ქვეყნებისა და კულტურების კლუბები. ამ წვეულებაზე კი ისინი შეიკრიბნენ მოტივით, რომ ეთქვათ – „გვიანი არასდროს არაფერია, საკუთარი ხმის ამოღების გარდა.“
კლუბი ასაკოვანი ხალხის სოციალიზაციას და მათი შესაძლებლობების პროპაგანდას ემსახურება.
ფოტო: ანანო სარჯველაძე