LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვინდა დავიწყოთ იმ ადამიანების პრობლემის მოგვარებით, რომლებიც ტკივილისგან იტანჯებიან” – რა საკითხებზე აპირებს “გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას

82
hrehrehrereh

„მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა და როცა მე დავინახავ იმას, რომ თქვენ მართლა დაგაინტერესათ რამემ, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, ჩემი აზრით, მაშინ იქნება ეს პარლამენტი. მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა,“-ასე მიმართა გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სესიაზე დღეს „ქართულ ოცნებას.“

აღნიშნულ თემაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

როგორც მან „ფორტუნასთან“ საუბარში განმარტა, “გირჩს” „ოცნებასთან“ თანამშრომლობა იმ თემებთან დაკავშირებით უნდა, რაც ქვეყანაში აქტუალურ პრობლემად დგას.

მისივე თქმით, „გირჩმა“ ასეთი 11 საკითხი გამოყო.

„თანამშრომლობა წარმოგვიდგენია იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენი ინტერესის სფეროშია და რომელზეც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ საქმეებს შუა გზაზე არ მივატოვებთ.

11 ასეთი საკითხია და ჩვენ გვინდა, რომ ამ 11 საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმით ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, შეუძლებელია, თუ მართლა შარზე არ ხარ და არ გინდა მართლა ადამიანს რამეზე ელაპარაკო ვერ ნახო გადაკვეთის წერტილები, თუ, რა საკვირველია, შენ გაქვს მიმართულება რაღაცის გაკეთებისკენ და არა ოპონენტებთან ბრძოლისკენ.

პირველი რითაც ჩვენ გვინდა დავიწყოთ საუბარი არის ტკივილის გაყუჩების საკითხი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წუთას ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები,რომლებსაც სტკივათ, ავად არიან და ჩვენ მათ გამაყუჩებელს არ ვაძლევთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თემა ისე არის რეგულირებული, რომ ექიმს ეშინია ავადმყოფისთვის გამაყუჩებლის გამოწერა. გამაყუჩებელი კი ინახება არა ექიმთან, არამედ პოლიციაში.

წარმოიდგინეთ ადამიანის, ავადმყოფის და ექიმის ურთიერთობა. ადამიანს, რომელსაც სტკივა და ექიმი, რომელსაც უნდა უშველოს, მაგრამ მათ შუაში ჩამდგარია პოლიცია.

ჩვენ მოვიხმართ 8-10-ჯერ ნაკლებ გამაყუჩებელს, მათ შორის ონკოპაციენტებზე და სხვა სახის პაციენტებზე, ვიდრე ევროპაში.

ამას ვაკეთებთ, სინამდვილეში სრულიად უაზროდ, თავის დროზე ვიღაცამ ასე მოიფიქრა და მერე არავის არ მოუვიდა თავში აზრად რომ გადაეხედა და ამასობაში ადამიანებს ვტანჯავთ.

გვინდა, რომ პირველი იმ ადამიანების პრობლემის მოგვარებით დავიწყოთ, რომლებიც ტკივილისგან იტანჯებიან.

შემდეგი პროექტი არის სიღარიბის დაძლევის პროექტი რაღაც თვალსაზრისით.

ღარიბები ვართ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უპატრონოდ გვაქვს მიტოვებული.

შესაბამისად, გამდიდრებაზე ფიქრიც სწორი არ იქნება თუ ამ საკითხს არ მოაგვარებ.

აი ასეთ საკითხებზე გვინდა თანამშრომლობა და არ გვინდა ამ დაუსრულებელ ჩხუბში მონაწილეობა, რომელშიც ამდენი ხანია ეს ქვეყანა არის.“-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ოპოზიციის ბოიკოტირების საკითხიც შეაფასა და აღნიშნა:

„ჩემი აზრით „ლელოს“ ამ ბოიკოტს ამხელა გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ უკავშირდება იმის თქმას, რომ-მე არ მივიღებ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვებში არამედ, სანამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი არ გადაწყდება არ მივიღებ სხდომებში მონაწილეობას.

ჩემი აზრით, თუ თანამებრძოლი ციხეში გიზის, რომელთან ერთადაც ახლაც კი კოალიციაში ხარ შეიძლება გასაგები იყოს მათი გადმოსახედიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილიც ცალსახად ამბობს, რომ პარლამენტიდან ახლა გამოსვლა მაინცდამაინც სწორი არ არის.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს: 

„ჩემი აზრით, საპროტესტო აქციები თუ ახლა უნდა ტარდებოდეს, უნდა ტარდებოდეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

მაგრამ როდესაც შენ ამას „არჩევნები გაყალბდა“-ს გამო ატარებ, ამ შემთხვევაში მტკიცებულებები არის საჭირო.

ჩვენ გასულ წელს გვაქვს ნანახი, თუ როგორ, რა სტანდარტით ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები მტკიცებულებების მიწოდებას.

ჩვენ ცესკოშიც გვყავს წარმომადგენელი და საოლქო კომისიებშიც გვყავდა წარმომადგენელი, შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია და ისიც ვიცით, რომ არჩევნები იდეალურად შეიძლება არ ჩატარებულა, მაგრამ ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებიც შეიძლება დაუყენო არჩევნებს და მოითხოვო მისი თავიდან ჩატარება მაგ პრეტენზიით დაყენება ამ გარემოებებში, რაშიც ჩვენ ვართ, ჩემი აზრით, გაჭირდება,“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g