LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდა, რომ ვისაუბროთ სოლიდარობაზე, რისი ნაკლებობაც დღეს საზოგადოებაშია“ – Tbilisi Pride-ის კვირეული დღეს ოფიციალურად გაიხსნა

103
გიორგი თაბაგარი

არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, აქცია-მსვლელობა -„ღირსების მარში“ გაიმართება. როგორც „ფორტუნას“ ღონისძიების ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განუცხადა, წელს ღონისძიების მთავარი მიზანი და თემა სოლიდარობა იქნება. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, „ღირსების მარშის“ სლოგანია – „გამოდი სოლიდარობისთვის.“

გარდა ამისა, თაბაგარის თქმით, „ღირსების მარშის“ პარალელურად მოეწყობა „პრაიდის“ კვირეული, რომელიც დღეს, 1-ელ ივლისს გაიხსნა და რომლის ფარგლებშიც მუსიკალური ფესტივალი და სხვა გასართობი კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის მთავარი თემა წელს სოლიდარობაა. გვინდა, რომ ვისაუბროთ სოლიდარობაზე, რისი ნაკლებობაც დღეს საზოგადოებაშია. „ღირსების მარში სოლიდარობისთვის“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც „თბილისი პრაიდის“ კვირეულს დაასრულებს.

გვსურს, რომ ჩვენი თემისა და მხარდამჭერების სათქმელი მსვლელობის სახით გარეთ გამოვიტანოთ, რომელიც უფრო პოლიტიკური შინაარსის იქნება და არ იქნება ისეთი „კარნავალური“ ხასიათის, როგორადაც საქართველოში ხშირად შუქდება,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი თაბაგარმა.

აქციის ორგანიზატორის თქმით, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები – ჰომოფობიური განწყობები საკმაოდ მაღალია, რასაც პრორუსული, მოფაშისტო დაჯგუფებები კარგად იყენებენ.

„სწორედ ეს ჯგუფები ხალხს მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ  ძალადობრივი მოწოდებებით აორგანიზებენ, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და იქ ადამიანების უსაფრთხოებას დაიცავს,“ – დასძინა გიორგი თაბაგარმა ჩვენთან საუბრისას.

„ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, სახელმწიფო არასაკმარისი ღონისძიებებით შემოიფარგლება“ - ომბუდსმენი „თბილისი პრაიდზე“ განცხადებას ავრცელებს

„წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ.“

მისი თქმით, კვირეულის ფარგლებში, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა, მოეწყობა ბრიტანული ფილმი ჩვენება და დისკუსია.

„ეს ფილმი 2019 წელს გადაიღეს და წლევანდელი მოვლენების რეტროსპექტივაა. ბრიტანულმა ფილმმა საკმაოდ ბევრი ფესტივალი მოიარა, მიიღო ბევრი პრიზი და საქართველოში, წელს, პირველად მისი ჩვენება გაიმართება.

გვექნება ასევე მუსიკალური ფესტივალი, უფრო გასართობი ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც დახურული იქნება, ხოლო „ღირსების მარში“ რუსთაველზე უკვე საჯარო მსვლელობა იქნება,“ -აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი თაბაგარმა.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს“ – პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ღირსების მარშს“ უერთდება

ფოტო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g