LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინდა ვიყოთ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ მთავრობისგან არეული სიგნალები მოდის – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

148
marketa

“ევროკავშირს საკუთარი მიდგომა არ შეუცვლია, გვინდა, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ არეული სიგნალი მოდის, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“თუ მე ველაპარაკები საქართველოს წარმომადგენლებს ბრიუსელიდან, მე ყოველთვის მესმის კარგი ინფორმაცია, რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა, რომ არსებობს იმედი, ვარიანტები, მაგრამ როდესაც მესმის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ან როდესაც ჩავდივარ საქართველოში და ველაპარაკები მას, იგი გვაკრიტიკებს ჩვენ და ანტიევროპულ პოზიციას გვახსენებს. ეს არის განსხვავება, რასაც თბილისი ამბობს და რას ამბობს “ქართული ოცნება” ბრიუსელში. ევროკავშირს საკუთარი მიდგომა არ შეუცვლია, გვინდა ვიყოთ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ არეული სიგნალი მოდის, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან”,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. [სინქრონული თარგმანი]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები