LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელტროუ ამას არასდროს აკეთებს – საშიშია თუ არა გასარეცხი ჭურჭლის ღამით დატოვება

714
gvinet

მსახიობი გვინეტ პელტროუ ვერ დაიძინებს, თუ სახლში გასარეცხი ჭურჭელია. ეს შეიძლება მისი ჩვევა და ცხოვრების სტილია, მაგრამ თუ კვების უსაფრთხოების ექსპერტს დავუჯერებთ, ჭუჭყიანი ჭურჭლის ნიჟარაში დატოვება არც ისე უსაფრთხოა.

„თუ ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელია, მე ღამით ვერ დავიძინებ“, – ამბობს პელტროუ. რა თქმა უნდა, ადვილი არაა, ძილის წინ დაღლილმა ჭურჭელი გარეცხოთ, მაგრამ თქვენს თავს მუდმივად უმეორეთ სიტყვები: “თუ ჭურჭელს დატოვებთ, ეს ნიშნავს დამატებითი სამუშაოს ხვალისთვის და ბაქტერიების ფერმას”.

კვების უსაფრთხოების ექსპერტი ლიზა ეკერლი “გარდიანთან” საუბარშიო ამბობს, რომ აქ ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში კი, ჰიგიენა. „ბაქტერია ჭუჭყიან ჭურჭელზე მთელი ღამის მანძილზე ვრცელდება, იკვებება, ეს არ ნიშნავს, რომ მიკრობები მთელ სამზარეულოში ცოცვას დაიწყებენ, მაგრამ თუ ჭურჭელს ხელით რეცხავთ, საქმე რთულადაა. ვინ იყენებს ძალიან ცხელ წყალს ხელით რეცხვისას, არავინ. ეს კი ნიშნავს, რომ ცხელი წყლის გარეშე ბაქტერიები, შეიძლება, ბოლომდე ვერც მოაშოროთ. თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ, მაშინ არაფერი გემუქრებათ, აქ ტემპერატურას თავად დაარეგულირებთ”, – აცხადებს ექსპერტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g