LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელტროუს ვაჟი დედის მხარდასაჭერად პრემიერაზე გამოჩნდა – ეს პელტროუს პირველი ფილმია, დიდი შესვენების შემდეგ

103
გვინეტ პელტროუს ვაჟი დედის მხარდასაჭერად პრემიერაზე გამოჩნდა - ეს პელტროუს პირველი ფილმია, დიდი შესვენების შემდეგ

მსახიობი გვინეტ პელტროუ ფილმის „მარტი სუპრიმი“ პრემიერას დაესწრო, რომელშიც ის ტიმოთი შალამესთან ერთად თამაშობს. ის ბევერლი ჰილზში პრემიერაზე შვილთან, მოსე მარტინთან ერთად გამოჩნდა.

19 წლის მოსე პრემიერაზე დედის მხარდასაჭერად მივიდა, ისინი ჩახუტებულები პოზირებდნენ ფოტოს გადასაღებად. გვინეტს ღონისძიებაზე თავისი ბრენდის, Gwyn-ის, მარტივი მუქი ლურჯი კაბა ეცვა, რომელსაც Andrea Wazen-ის ფეხსაცმელები და Cartier-ის სამკაულები შეუხამა. მსახიობს თმა უბრალოდ აწეული ჰქონდა, სახე კი კაშკაშა მაკიაჟით ჰქონდა დაფარული, რომელსაც წითელი პომადის შტრიხი ასრულებდა.

აქვითინებული ჯეი ლო და ბენ აფლეკის „ექსები“ ერთად წითელ ხალიჩაზე – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

მოსე პელტროუს მეორე შვილია, მსახიობი 2003 წლიდან 2016 წლამდე მომღერალ კრის მარტინზე იყო დაქორწინებული. წყვილს ასევე ჰყავს ქალიშვილი, ეფლი. მოსე, მამის მსგავსად, მუსიკალურ ინდუსტრიაშია და ჯგუფ People I’ve Met-ში უკრავს.

„ბრედს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს და ის იმაზე სულელია, ვიდრე თქვენ გგონიათ“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნიდან მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

კადრი ფილმიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები