LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს სიბერეს გავექცე“ – ბრედ პიტი თავის მოვლის საშუალებების ბრენდს უშვებს და „ბიუთი“ ჩვევებზე საუბრობს

136
Untitledhghhg

ბრედ პიტის ცხოვრებაში სიახლეებია. 58 წლის მსახიობი უკვე ვიხილეთ მოქანდაკის ამპლუაში ახლა კი ცნობილი ხდება, რომ პლანეტის ყველაზე სიმპათიურმა მამაკაცმა სილამაზის ინდუსტრიაშიც შეაბიჯა. პიტი თავის მოვლის საშუალებების ბრენდს უშვებს და სურს, ყოფილი შეყვარებულის, გვინეტ პელტროუს Goop-ის წარმატება გაიმეოროს. თავისი წამოწყების შესახებ მსახიობმა გამოცემა „ვოგისთან“ ისაუბრა.

„ძალიან მომწონს გვინეტმა რაც გააკეთა, ის ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. სხვათა შორის, სწორედ მან მიმაჩვია დღეში ორჯერ ბანაობას. რაც შეეხება ჩემი თავის მოლის რუტინას, დილით დაბანის შემდეგ სახეზე შრატს ვისვამ, შემდეგ დღის კრემს, საღამოს კი შრატს და ღამის მკვებავს. იცით, მე მსურს სიბერეს გავექცე“, – აცხადებს ბრედი.

აღსანიშნავია, რომ სახის საცხი, რომელიც ბრედმა გამოუშვა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი. ის ზეითუნის ზეთის  ექსტრაქტზეა დამზადებული, რომელსაც პიტი „შატო მირაველში“ აწარმოებს.

ინტერვიუს ბოლოს ბრედს ჰკითხეს, თუ ვის თვლიდა პლანეტის ყველაზე ლამაზ მამაკაცად, პიტმა  ჯორჯ კლუნი დაასახელა, ასე რომ შესაძლოა, მისი ბრენდის DOMAINE-ის ამბასადორი სწორედ კლუნი გახდეს.

„ჩემი ქანდაკებები ჰყვება, თუ სად შევცდი ურთიერთობებში, სად გადავდგი არასწორი ნაბიჯი, სად იყო ჩემი დანაშაული“ – 58 წლის ბრედ პიტის მოქანდაკის ამპლუაში 

„მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ…“ – გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი ერთმანეთის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები