LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვიშველის ვინმე?“ – თემქა დატბორილია [ვიდეო]

1340
temqa

ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, თბილისის ზოგიერთი უბანი დაიტბორა. მათ შორის, რთულ ვითარებაშია თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალი.

33-ე კორპუსის მცხოვრები თეო ჩარბოდაშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ეზო მთლიანად დატბორილია.

“გვიშველის ვინმეე???…” – კითხულობს ის და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ელის.

 

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, “გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112ში” მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. 

თბილისში უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 ივნისსაც, ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი – დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები