LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვსურს ბოდიში მოვიხადოთ… მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად“ – Wizz Air

139
wizz-air-87163743

ავიაკომპანია Wizz Air საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო განცხადებას აქვეყნებს და ბოდიშს იხდის.

„Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს.

მას შემდეგ, ჩვენ 4 მილიონზე მეტი ადამიანი დავაკავშირეთ ევროპას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.

გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია – https://lxm-group.aflip.in/Wizz_Europe_April_May- 2023_full%20mag.html#page/58.

მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

კიდევ ერთხელ გვსურს მოვიხადოთ ბოდიში მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად“, – აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები