LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გზები შინაური თუ გარეული ცხოველებითაა გადატვირთული… შეჯახების შემთხვევაში კი ხარ მართალი, მაგრამ ვინ დასაჯონ?!”

232
pjimage (3)

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს. როგორც მესხიშვილი წერს, საქართველოში გზები პირუტყვით არის გადატვირთული, ავტომობილის შეჯახების შემთხვევაში კი დაწესებული სანქციები არასამართლიანია.

 

“რა პასუხისმგებლობა ეკისრება მძღოლს პირუტყვთან შეჯახების შედეგად.
საქართველოს გზები გარდა ავტომობილებისა, შინაური თუ გარეული ცხოველებითაცაა გადატვირთული. პირუტყვთან შეჯახების სტატისტიკა საგანგაშო არ არის, თუმცა 2019 წელს 10 ადამიანი მაინც დაშავდა. სინამდვილეში სტატისტიკა გაცილებით მაღალია, რადგან უამრავი შემთხვევა პოლიციის ხედვის მიღმა რჩება.
საინტერესოა სანქციები: მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირი (მეხრე, მეპატრონე) ჯარიმდება 10 ლარით. და თუ, პირუტყვის გამოშვებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება,
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
მთავარია მძღოლმა არ დაარღვიოს ექსპლუატაციის წესები. გასაგებ ენაზე: მძღოლი განზრახ არ უნდა შეეჯახოს პირუტყვს! მიზეზი არ უნდა იყოს ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობაც. ჩვენს რეალობაში შეჯახების შემდეგ ხდება შემდეგი:
მძღოლი არ იმჩნევს და აგრძელებს გზას
საბარგულში ათავსებს ტრავმირებულ პირუტყვს და ისე გარბის
მძღოლი ეძებს პატრონს და უხდის თანხას “მიყენებული ზიანისთვის”, რომლის გადახდის ვალდებულება არ აქვს
მძღოლს უღობავენ გზას მცხოვრებლები, აფასებენ დაღუპულ პირუტყვს და ახდევინებენ თანხას
ადამიანის სხეულის დაზიანების შემთხვევაში იმალება პირუტყვის მეპატრონე
მძღოლი და მგზავრი, რომელიც იღებს სხეულის დაზიანებას მაგისტრალზე პირუტყვთან შეჯახების გამო, არანაირ კომპენსაციას არ იღებს. არც დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად მოიკლავს ვინმე თავს!
პირუტყვთან შეჯახებისას თქვენ კი ხართ მართალი, მაგრამ… ვინ დასაჯონ? პირუტყვი? არა, პირუტყვს ვერ დასჯიან, მითუმეტეს ტრავმირებულს! მეხრე? არა, მეხრე გაჭირვებულია და მისი დასჯა წამგებიანია! ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა? არა, “ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?”. ასე გარდაიცვალა “მეხრეთა კანონი”!
ფოტოები. აგვისტო, 2020 წ”- წერს მესხიშვილი.

https://www.facebook.com/davit.meskhishvili/posts/3425812720810533

magti 5g