ჰააგაში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს, ერთი კი, ამ დრომდე შენობის ტერიტორიაზე რჩება.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ირგვლივ მდებარე შენობებიც დააზიანა. სამაშველო სამსახურმა ახლომდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
დაშავებულთაგან შვიდი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გაზის გაჟონვა იყოს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მოსახლეობა საცხოვრებელ ბინებში გაზის სუნს გრძნობდა, თუმცა შემოწმებამ გაჟონვა არ დაადასტურა.