LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში: დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია

110
ავარია-3

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

დაშავებულები ორ კლინიკაში – ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და „ევექსში“ გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან მოხდა.

ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები