LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა

6613
https___bucketeer-e05bbc84-baa3-437e-9518-adb32be77984.s3.amazonaws.com_public_images_c167bf44-51b8-466c-9a44-5d86b8d2a95a_1200x646

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.

მისი განცხადებით, დაპატიმრების ორდერები გაიცა მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევზე, გამლეტ გუჩმაზოვზე და დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევზე.

“დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში,”-განაცხადა კარიმ ხანმა.

როგორც პროკურორი ამბობს, აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, რუსულმა ჯარებმა და, პირველ რიგში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დაკავება, რომლებსაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.

“მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო ჩაკეტილი ანტისანიტარულ და სახიფათო პირობებში. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ,”-აღნიშნა კარიმ ხანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები