LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, +39 გრადუსს გადააჭარბოს“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

198
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მომატება 21-22 აგვისტოს არის მოსალოდნელი:

„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები