სულ ცოტა ხნის წინ „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი, შერო სტოუნი The Daily Show-ში იმყოფებოდა. საზოგადოების წინაშე მორიგი გამოჩენისთვის მსახიობმა „დოლჩე და გაბანას“ ღია ვარდისფერი კაბა მოირგო. 63 წლის შერონი საოცრად გამოიყურებოდა.
დღის ბოლოს მსახიობმა ვიდეო „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა, ის თავისი ჩვეული, გრაციოზული სიარულის მანერით კამერისკენ მოემართება და ჰაეროვან კოცნასაც გვიგზავნის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ვარსკვლავი ჯეიმს კორდენის შოუში გამოჩნდა, სადაც 2001 წელს გადატანილი ინსულტის შესახებ ისაუბრა. შერონმა დეტალურად გაიხსენა, თუ რას გრძნობდა, როდესაც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნის ბრწყინვალე გამოჩენა ჯეიმს კორდენის შოუში


