LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? მათი ინიციატივები გაუფასურებულია, თუ შნო აქვთ, სხდომებს დაესწრონ და კითხვები დასვან: ზარქუა

67
ირაკლი ზარქუა

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივას – 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ამბობს, რომ ეს ემსახურება უბრალოდ პიარს, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგნელების ინიციატივები გაუფასურებულია და “თუ რამე შნო აქვთ, მივიდნენ პარლამენტში, სხდომებს დაესწრონ და კითხვები დასვან”:

“ეს ემსახურება უბრალოდ პიარს, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ. სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის. ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ 5 ივლისს რაც მოხდა, ძალადობა, რაც თქვენი კოლეგების მიმართ განხორციელდა, ეს ტრაგედიაა. ამასთან დაკავშირებით არამხოლოდ სიტყვებით შემოვიფარგლეთ, არამედ შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და თუ არ ვცდები, დღეისთვის 27-ია.

მინისტრი რომ იყო მოსული, რატომ არ მოუსმინეს? ხომ უნდა გაეცა პასუხი მათ შორის, მწვავე კითხვებზე, მაგრამ არ უნდოდათ ამის მოსმენა და ამიტომაც ჩაშალეს, თქვეს კიდეც ეს პირდაპირ და ჩაიშალა კიდეც მოსმენა, რადგან შეუძლებელია მაგიდებზე რომ სალტოებს აკეთებენ, ამ ფორმატში მოუსმინო მინისტრს, მიუღებელია ეს. ამიტომ შეეშვან ამ არაადეკვატური ინიციატივების დაყენებას, აგერ არის ბურთი და მოედანი, მიდის გამოძიება, დავაცადოთ, დავაკვირდეთ, კიდევ თუ კითხვები დაგვრჩა, დავიბაროთ ისევ, მოვა მინისტრი და გაგვცემს პასუხს, თუ არ მოგვეწონა ეს პასუხი, ამის მერე შეიძლება გქონდეს ლეგიტიმური უფლება მოითხოვო საგამოძიებო კომისია, ჰაი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? გაუფასურებულია უკვე მათი ინიციატივები, თუ რამე შნო აქვთ, მოვიდნენ, დაესწრონ სხდომებს და კითხვები დასვან.” – თქვა ირაკლი ზარქუამ.

პოპულარულები