42 წლის მოდელი და მისი 29 წლის ბოიფრენდი, ვიტო შნაბელი უკვე ორი წელია ერთად არიან. სუპერმოდელი კი შანსს არ უშვებს, ბოიფრენდის მისამართით სიყვარული გამოხატოს.
ამ დღეებში მოდელმა „ინსტაგრამზე“ რომანტიული ფოტო გააზიარა, სადაც ის და ვიტო ერთმანეთს კოცნიან. „მე შენ მიყვარხარ“, – დააწერა ჰაიდიმ, რომელიც არასოდეს მალავდა პირად ცხოვრებას სხვებისგან.
შეგახსენებთ, რომ კლუმის პირველი მეუღლე, მომღერალი სილი იყო, რომელსაც ის 2012 წელს დაშორდა. ამის შემდეგ მან რომანი პირად მცველთან, მარტინ კრისტენთან გააბა. 2014 წელს დაშორების შემდეგ კი ერთ თვეში ჰაიდი ვიტო შნაბელთან ერთად გამოჩნდა.