LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰამბურგის აეროპორტში მამაკაცი ავტომობილით ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე იარაღი გაისროლა

524
ჰამბურგი

ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე იარაღი გაისროლა. მომხდარის გამო აეროპორტი ამჟამად დაკეტილია. ინფორმაციას „დოიჩე ველე“  ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00-ზე მოხდა.

ჰამბურგის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანქანაში, რომლითაც შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდება, ერთი ბავშვი იმყოფება. ამასთან, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა მამაკაცთან ერთად ორი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც დადასტურებული არ არის.

ტერიტორიაზე შეჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ შეიარაღებული მამაკაცის მეუღლე მათ ადრე დაუკავშირდა ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ.

ადგილზე მობილიზებული არიან სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის ძალები.

ფოტო: „დოიჩე ველე“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g