LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰამბურგმა ოლიმპიადაზე უარი თქვა

100

ჰამბურგის მაცხოვრებლებმა 2014 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას მხარი არ დაუჭირეს.

ჰამბურგელების 51,7% წინააღმდეგი აღმოჩნდა.

”ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვსურს, თუმცა, ყველაფერი ნათელია” – შეაჯამა კენჭისყრის შედეგები ქალაქის მერმა, ოლაფ შოლცმა.

იდეას მთავარი დარტყმა სავარაუდო დანახარჯებმა მიაყენა, რომელიც 11,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ჰამბურგის კანდიდატობიდან მოხსნის შემდეგ, ოთხი პრეტენდენტი დარჩა: რომი, ლოს-ანჯელესი, პარიზი და ბუდაპეშტი.

XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი 2017 წლის სექტემბერში გამოვლინდება.

გერმანიამ ოლიმპიურ თამაშებს უკვე სამჯერ უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g