LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა გამოვფინო ის მუქარები, უშვერი გინებები, რაც მან იკადრა“ – მაკა რაზმაძე პოლიციაში გამოკითხეს, მას შემდეგ, რაც პოეტ ზვიად რატიანზე პოსტი გამოაქვეყნა

1938
რაზმაძე

ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანის მიერ მისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებს.

„გამოვედი გამოკითხვიდან. საქმე აღიძრა 154 მუხლით. ზვიად რატიანი როგორც მოძალადე დაისჯება. ცნობილი გამოთქმა გამახსენდა: თუ ვინმე უმიზეზოდ გაგინებს მიეცი იმ ნაბ@@ვარს ამის მიზეზიო! ამას ჰქვია მე შაირი არ მინდოდაო….“ – დაწერა რაზმაძემ და ამის შემდეგ რატიანის მიერ გაგზავნილი შეტყობინების სქრინიც გამოაქვეყნა, რომელიც ფაქტის გასაჯაროების შემდეგ მიიღო.

ფაქტის შესახებ კი მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უაშუალოდ, მუქარაზე საუბრობს, სწორედ ეს სტატუსი გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

„მივმართავ ჩემს კოლეგებს-ჟურნალისტებს: რას ნიშნავს როცა ჟურნალისტური საქმიანობის გამო ადამიანი გემუქრება?ასევე მივმართავ ლიბერალური ღირებულებების დამცველ ადამიანებს : როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის ენით გვემუქრებიან და პირადი ცხოვრების (არარსებული და მისივე მოგონილი)ამბის გამოფენით გვაშანტაჟებენ? ეს რას ნიშნავს?ეს ყველაფერი გააკეთა პოეტად ცნობილმა და სინამდვილეში თურმე ბინძურმა ჭორიკანა და მატყუარა ზვიად რატიანმა, რომელზეც როცა სცემეს ათასი გადაცემა გვაქვს გაკეთებული “იბერიაში” მე და ჩემს მეგობრებს სოლიდარობის ნიშნად.ჯერ არ მინდა აქ გამოვფინო ის მუქარები, უშვერი გინებები და ზიზღის ენით მოწერილი სმს სქრინები რაც მან იკადრა. არ ვიცნობ,არ მყავდა მეგობრებში,შემომივარდა და სინამდვილეში სადაც მისი ადგილია ანუ სპამში აღმოვაჩინე მისი სიძულვილით, შანტაჟით და მუქარებით დაწერილი გზავნილი. როცა მიხვდა რომ ამ ტყუილს ვერ დაამკვიდრებდა მერე თვითონვე დამბლოკა. რაც იკადრა ამ ბინძურმა კაცმა თუ არაკაცმა არ მინდა აქ დავდო და რომ გამოვფინო ზუსტად ვიცი გამარჯობას აღარ ეტყვით აღარავინ ვინც იცნობთ.ჯერ სხვას არაფერს დავწერ.ვნახოთ აბა ჩამოვალ და მოგხედავო და ველოდები ჩამოვიდეს და მაგებინოს პასუხი იმის გამო რომ არ მოსწონს ჩემი გადაცემები.ანუ მისი ლექსები ვისაც არ მოსწონს ამ ლოგიკით მასაც უნდა მოუგონონ საშანტაჟო ტყუილები ვითომ პირადი ცხოვრების დეტალებით და ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრონ?
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს ლიბერალურ ფასეულობებს ამოფარებული ფაშისტებისგან თავის დასაცავად?
პ.ს. თურმე ვის ვიცავდით…მისგან დასაცავი გავხდი“, – დაწერა მაკა რაზმაძე თავდაპირველად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები