ონლაინ -მაღაზია Handmade Sofia მანდილოსნებს აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს. მსურვლეს აქ შეუძლია შეიძინოს საყურეები, რომელთა ფასიც 10 ლარიდან იწყება და 35 ლარამდე ადის, ასევე აბადოკები 10-25 ლარად და წინდები 8-20 ლარის ფარგლებში. გარდა ამისა, დიზაინერი სალომე კურტანიძე მომხმარებელს ხელით ნაქსოვ ჟაკეტებსა და ქუდებსაც სთავაზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, იყენებს, როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ მასალას, კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საზაფხულო კოლექციის შექმნა და მაღაზიის გახსნა იგეგმება.
„დაახლოებით 1 წელია, რაც ჩემი ხელნაკეთი ნივთები ონლაინმაღაზიის საშუალებით იყიდება. მანამდე ჩემთვის, მეგობრებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის ვაკეთებდი ხოლმე აქსესუარებს. სახელი handmade Sofia კი ჩემი დის გამო დავარქვი, მის საპატივცემულოდ“, – განაცხადა კურტანიძემ.
დიზაინერი შეკვეთებს facebook-ის საშუალებით იღებს და მსურველებს მიტანის უფასო სერვისით ემსახურება. ( https://goo.gl/G9aQz3 )