LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Happy Me – აქსესუარების ახალი ქართული ბრენდით აშშ-იც ინტერესდებიან

266

სამაჯურებისა და გულსაკიდების მწარმოებელი ახალი ქართული ბრენდით უცხოეთში ინტერესდებიან. Happy Me Jewellery-ის პროდუქცია აშშ-სა და რუსეთის ბაზარზე უკვე გაიგზავნა. დაინტერესება არსებობს ევროპული ქვეყნებიდანაც. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, Happy Me-ის სამაჯურებსა და გულსაკიდებს ბაზარზე ინდივიდუალიზმი გამოარჩევს.

”აქსესუარები იქმნება შეკვეთის საფუძველზე, სასურველი ფორმისა და კონკრეტული დიზაინის შერჩევით. შესაძლებელია მასზე გრავირებაც (სახელის, წელის, ან რაიმე მნიშვნელოვანი სიტყვის გრავირება) . რაც შეეხება ნედლეულს, ჩვენი პროდუქცია მზადდება ვერცხლისგან და შემდეგ ივლება ოქროში, ან მზადდება თეთრ ოქროში და შემდეგ, სურვილისამებრ ფორმდება თეთრი ან ფერადი თვლებით”, – აღნიშნეს აქსესუარების მწარმოებელ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება სოციალური ქსელის მეშვეობით. აქსესუარების ღირებულება კი იწყება 115 ლარიდან.

”ვცდილობთ, ჩვენი აქსესუარების ღირებულება ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან, გვაქვს მიტანის უფასო სერვისი და მომხმარებელს სასურველ ნივთს შეკვეთიდან 3-5 დღეში ვაწვდით, სრულიად საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება მოთხოვნას, ჩვენმა ბრენდმა უკვე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, შესაბამისად, გვაყვს ჩვენი მუდმივი კლიენტები, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება”, – განმარტეს Happy Me Jewellery-ში.

ცნობისთვის, აქსესუარების მწარმოებელი ახალი ქართული ბრენდი Happy Me Jewellery ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია 2 სახეობის აქსესუარს აწარმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g