LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიამოვნებას მანიჭებს, როცა გონებაში წარმოვიდგენ რაღაც აქსესუარს და შემიძლია სისრულეში მოვიყვანო ეს იდეა“ – ორიგინალური აქსესუარები Tamuna Khaduri Handmade Accessories-გან

787
275292873_4802182406543971_675406829867161089_n

ხელნაკეთი ყელის ბაფთები, თმის ბაფთები, საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები და კიდევ სხვა ტიპის აქსესუარები – ეს ბრენდი Tamuna Khaduri Handmade Accessories-ა, რომელიც მომხმარებელს ულამაზესი დეტალებით გაფორმებულ, მრავალფეროვან აქსესუარებს სთავაზობს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი თამუნა ხადური ამბობს, ამ საქმიანობით, დაახლოებით, 8 წელია დაკავებულია. „თავიდან უბრალოდ ვაკეთებდი აქსესუარებს ჩემთვის და ახლობლებისთვის, რაღაც პერიოდის შემდეგ, ვიფიქრე საყვარელი საქმიანობით შემოსავალიც მქონოდა და დავიწყე სხვადასხვა აქსესუარების დამზადება. ეს საქმე არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალება და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა გონებაში წარმოვიდგენ რაღაც აქსესუარს და შემიძლია სისრულეში მოვიყვანო ეს იდეა დამოუკიდებლად“, – ამბობს Tamuna Khaduri Handmade Accessories-ის დამფუძნებელი.

მისი თქმით, აქსესუარების დამზადების პროცესში ის უამრავ დეტალს იყენებს, რომელთაც სხვადასხვანაირად გარდაქმნის ხოლმე. „საბოლოოდ ვიღებ სასურველ შედეგს, რაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს“, – დასძენს თამუნა ხადური.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში Tamuna Khaduri Handmade Accessories-ის აქსესუარებს მომხმარებლის მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.

დეტალური ინფორმაცია Tamuna Khaduri Handmade Accessories-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები