LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელი მანდატების გაუქმებაზე: შესაძლოა, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

98
კარლ ჰარცელი

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კარლ ჰარცელის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს შეეხება.

„გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამ განცხადებას გუშინვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა და ჰარცელის განცხადებას „არასამართლიანი, არაობიექტურს და უინტერესო“ უწოდა.

არ არის სამართლიანი და ობიექტური, სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო: ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g