LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი კეინი მესის ეჯიბრება, ჰამშიკი მარადონას: სიტის 100-ზე მეტი გოლი

91

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა “ბარნლისთან” მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2017 წელს პრემიერლიგაში 36 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ალან შირერის რეკორდი გაიმეორა. ამ უკანასკნელმა 1996 წელს “ბლექბერნის” მაისურით 42 მატჩში შეძლო 36-ჯერ თავის გამოჩენა.
24 წლის ჰარის კი ინგლისის ჩემპიონატში ალანის შედეგის მისაღწევად 34 შეხვედრა დასჭირდა. ასევე, კეინი ეროვნულ ნაკრებსა და საკლუბო დონეზე 53 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ “ბარსელონას” შემტევს, ლიონელ მესის (54) ჩამორჩება.
“ტოტენჰემს” ახალ წლამდე კიდევ რჩება ერთი მატჩი – 26 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ და ორი გოლის გატანის შემთხვევაში, 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი არა ლიონელ მესი, არამედ ჰარი კეინი იქნება.

 

 

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” მე-19 ტურში მორიგ გამარჯვებას მიაღწია და მოგებათა სერია ინგლისის ჩემპიონატში 17 მატჩამდე გაზარდა.
გვარდიოლას გუნდი საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” ხვდებოდა და 4:0 გაანადგურა მეტოქე. “სიტიმ” პირველ ტაიმში სერხიო აგუეროს გოლი იკმარა, მეორე ნახევარში კი რაჰიმ სტერლინგმა, დანილომ და ისევ აგუერომ გაიტანეს.
“მანჩესტერ სიტიმ” 101 გოლამდე აიყვანა თავისი მონაგარი 2017 წელს. ის გახდა პირველი გუნდი 1982 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ კალენდარულ წერს 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. 35 წლის წინ, ეს “ლივერპულმა” მოახერხა (106 გოლი).

 

“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა თავი გამოიჩინა სერია A-ს მე-18 ტურში “სამპდორიას” წინააღმდეგ, რითაც 30 წლის სლოვაკს ნეაპოლური კლუბის რიგებში 116 გოლი დაუგროვდა და “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჰამშიკმა ლეგენდარული არგენტინელის დიეგო მარადონას რეკორდი დაამხო.
ამ ორი ფეხბურთელის გარდა, “ნაპოლის” კიდევ სამ მოთამაშეს გაუტანია 100-ზე მეტი გოლი – ატილა სალუსტროს (108), ედინსონ კავანის (104) და ანტონიო ვოიაკს (103).
ჰამშიკი “ნაპოლიში” 2007 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და სამი გოლითა და ორი შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g