LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარი პოტერის“ ფილოსოფიური ციტატები

4680
ჰარი პოტერი

ჯოან როულინგის ისტორიები სასწაულმოქმედ ჰარი პოტერზე უფროსებსაც ისევე უყვართ, როგორც ბავშვებს, რადგან ინგლისელი მწერლის რომანებში სიკეთე და ბოროტება სხვა ზღაპრებისგან განსხვავებით ბევრად რთული და ფილოსოფიურია. მეტიც, ზოგჯერ ბოროტს უფრო შეუძლია თანაგრძნობა, ვიდრე კეთილს, რომელიც სრულიად მოულოდნელად ავლენს სისასტიკეს, რადგან ისე როგორც რეალურ ცხოვრებაში, როულინგის ზღაპრულ საგაშიც ყველაფერს ორი მხარე აქვს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ციტატებს “ჰარი პოტერიდან”:

მართალია, მტერთან ბრძოლისთვის სითამამეა საჭირო, მაგრამ ბევრად დიდი გამბედაობა სჭირდება მეგობრისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ადამიანის მთავარი ტრაგედია ისაა, რომ ყოველთვის იმას ნატრობს, რაც მისთვის დამღუპველია.

შეუძლებელი არაფერია, თუმცა რამდენად გეყოფა გამბედაობა მიიღო ის, რაც გინდა?!

ბედნიერების პოვნა სიბნელეშიც შეიძლება, მთავარია არ დაგავიწყდეს გაიხედო სინათლისკენ.

ყველაფერი იდეალურად იყო, ამიტომ ყველაფერი ძალიან სწრაფად დამთავრდა…

ადამიანის ცხოვრებას არა მისი თვისებები და შესაძლებლობები, არამედ მის მიერ გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს.

მეგობრის უნდობლობა – ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვეს.

რთულ სიტუაციაში ყოველთვის გიწევს არჩევანის გაკეთება სწორსა და მარტივს შორის.

სულის ტკივილი არასდროს ქრება. არ ღირს მისი თუნდაც დროებით დავიწყება, რადგან გახსენებული ბევრად მტკივნეულია.

ბევრად ადვილია აპატიო ადამიანს ტყუილი, ვიდრე აპატიო ის სიმართლე, რომლის მოსმენა არასდროს გინდოდა.

შეიძლება ის, ვინც გიყვარდა წავიდეს, მაგრამ არასდროს გაქრება, რადგან ყოველთვის მას დაუძახებ, როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება.

არ ღირს მდაბიოსთან ბრძოლა. მდაბიო ყოველთვის შურიანია, შური – ბოროტებას ბადებს, ბოროტება კი, ისევ მდაბიოს კლავს.

ხშირად გულგრილობას უფრო მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე აშკარა სიძულვილს.

შეცდომის აღიარება მხოლოდ ღირსეულს შეუძლია, რადგან უღირსი ყოველთვის უარყოფს საკუთარ შეცდომებს.

ყოველთვის იმას კარგავ, რასაც ყველაზე მეტად უფრთხილდები.

mazda magti 5g