როგორც ცნობილია, 2026 წელს ჯადოსნური სამყარო ახალი ეკრანიზაციით ბრუნდება. „ჰარი პოტერის“ ისტორია შვიდივე წიგნს მოიცავს და სერიალი ეკრანებზე ათი წლის განმავლობაში გავა, სავარაუდოდ შვიდი სეზონით.
ჯადოქრობა ბრუნდება! – ცნობილია, ვინ შეასრულებს „ჰარი პოტერის“ სერიალში დამბლდორის როლის
გადაღებები ზაფხულში დაიწყება, ქასთინგის პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული.
ჯადოქრების სკოლის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლს, ამერიკელი მსახიობი ჯონ ლითგოუ შეასრულებს. ნიკ ფროსტი „ჰოგვორტსის“ გასაღებებისა და მიწების მცველის, რუბეუს ჰაგრიდის როლს მოირგებს, ჯენეტ მაკტირი პროფესორ, მინერვა მაკგონაგელის, პააპა ესიდუ პროფესორ სევერუს სნეიპის, ლუკ თელონი პროფესორ ქვირინუს ქვირელის, პოლ უაითჰაუსი კი „ჰოგვორტსის“ დარაჯის, არგუს ფილჩის როლში მოგვევლინება.
ჯერ ცნობილი არ არის რომელ მსახიობებს დაამტკიციბენ ჰარი პოტერის, რონ უიზლისა და ჰერმიონ გრეინჯერის როლებზე.
ცნობისთვის, „ჰარი პოტერი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის 87 ენაზეა თარგმნილია და მსოფლიოში, 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაყიდული. რვავე ფილმის შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.





