ჰოლივუდის ახლად გამომცხვარმა წყვილმა, ჰარი სტაილსმა და ზოე კრავიცმა „მადლიერების დღეს“ ერთად გაატარეს.
ისინი სამოგზაუროდ რომში გაემართნენ. ვარსკვლავები რომის ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული სეირნობის დროს დააფიქსირეს. ისინი საოცრად თბილად ექცეოდნენ ერთმანეთს და როგორც წყარო იუწყება, ზოე და ჰარი საოცრად შეყვარებულები არიან ერთმანეთზე.
ცნობისთვის, მსახიობების რომანის შესახებ ცნობები მიმდინარე წლის ზაფხულში გავრცელდა. მას შემდეგ წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს.
დიდი გაცნობა სასიმამროსთან – ზოე კრავიცმა ჰარი სტაილსი ლენი კრავიცს გააცნო
დადასტურდა – ჰარი სტაილსი და ზოე კრავიცი ჰოლივუდის ახალი წყვილია – პაპარაცული ფოტოები