LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზი ჯეიმს ბონდის როლში?

202
page

სულ მალე, ეკრანებზე  ახალი ფილმი, ,,ჯეიმს ბონდი – ახლა სიკვდილის დრო არა  არის” გამოვა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ჯაშუშის როლის შემსრულებელი, დენიელ კრეიგი პროექტს ტოვებს. იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი, უკვე უამრავი ვარაუდი გამოითქვა.

ერთ-ერთ კანდიდატად ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ჰარი სტაილზი მოიაზრება. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მომღერალი საკულტო ფილმის  ხელმძღვანელებს ამ საკითხზე უკვე ესაუბრა.

აღნიშნულ ინფორმაციას, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რექცია მოჰყვა, არტისტის გულშემატკივრები ბედნიერები არიან და თვლიან, რომ ჰარი ყველა დროის საუკეთესო ,,აგენტი 007”  იქნება, ხოლო ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ შონ კონერის, როჯერ მურის, პირს ბროსნანისა და დენიელ კრეიგის შემდეგ ამ როლზე ჰარი სტაილზის განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა.

შეგახსენებთ, ,,ჯეიმს ბონდი – ახლა სიკვდილის დრო არა  არის” პრემიერას დიდ ეკრანებზე 2021 წლის 2 აპრილს ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები