LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარისონ ფორდის შვილმა რუსთავის საპყრობილეში კერძები მოამზადა

98

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ცნობილიმა ამერიკელმა მზარეულმა, მსახიობ ჰარისონ ფორდის შვილმა ბენ ფორდმა მსჯავრდებულებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და მისი მიზანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

ამერიკელმა მზარეულმა კერძი „ჩილი“ მსჯავრდებულებთან ერთად მოამზადა, რომელიც მოგვიანებით მსჯავრდებულებმა და სტუმრებმა გასინჯეს.

ღონისძიებას დაესწრნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელი მოლი ენ რიძინსკი და სხვა თანამშრომლები.

თამარ ხულორდავას განცხადებით N 16 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროცესში.

„ ჩვენთან სტუმრად იყო ცნობილი შეფ-მზარეული ბენ ფორდი, რომელმაც მსჯავრდებულებთან ერთად მოამზადა ძალიან საინტერესო კერძი. ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლება, მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების მიცემა, რაც გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებაში დაეხმარება. კულინარია არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია ჩვენს ბაზარზე და იმედი გვაქვს, რომ სხვა პროფესიული სწავლების კურსებთან ერთად, აქ მყოფ მსჯავრდებულებს კულინარიის კურსებს შევთავაზებთ,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ბენ ფორდმა განმარტა, რომ მსჯავრდებულებს კერძების მომზადების თავისებურებები ასწავლა.

„ყოველთვის საინტერესოა იმის ნახვა, თუ ვინ ხვდება ციხეში. გავარკვიეთ, რომ ზოგიერთ პატიმარს კულინარიასთან შეხება ადრეც ჰქონია და მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე. სხვებმა კი, დღეს ამ კუთხით ახალი უნარები შეიძინეს. საუბარი გქვონდა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად დანა, როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე პროდუქტების საჭრელ დაფაზე, როგორ დავჭრათ კერძისთვის საჭირო პროდუქტი მარტივად. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს ახალი ძალიან გემრიელი და სურნელოვანი კერძის ჩილის მომზადება ვასწავლე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები არასწორ გზას ირჩევენ, მაგრამ კარგი პიროვნებები როგორც გარეთ , ასევე, ციხეშიც არიან. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მასტერკლასით პატიმრებს კულინარიული კუთხით განვითარების საშუალება მივეცით. ზუსტად არ ვიცოდი ვისთან მომიწევდა მუშაობა და ცოტა ვინერვიულე კიდეც, რადგან ციხეში არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მსჯავრდებულების ენთუზიაზმითა და დამოკიდებულებით,“-განაცხადა ფორდმა.

10369715_887940197948679_6138114904956538302_n

11150362_887940294615336_1898467509700528323_n12046788_887940491281983_1376566508259684724_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g