ქსელში Birds of Prey-ის გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელდა. კადრებში, ფილმის მთავარი გმირი, ჰარლი ქუინი მოხვდა, რომელსაც მარგო რობი განასახიერებს. პაპარაცებმა ,,თვითმკვლელთა რაზმის” ერთ-ერთი წევრი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს.
სიუჟეტის მიხედვით, DC-ის მომავალი კომიქსის ეკრანიზაცია, ქალების დაჯგუფებაზე მოგვითხრობს. ჰარლი ქუინი, შავი იადონი, Huntress და რენე მონტოია კასანდრა კეინის გადასარჩენად ერთიანდებიან.
შეგახსენებთ, რომ კინოსურათი დიდ ეკრანებზე 2020 წლის 7 თებერვალს გამოჩნდება.