ნებისმიერი ისტორია, შესაძლოა საფუძვლად დაედოს ფილმს, განსაკუთრებით თუ ეს ისტორია სკანდალურია და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება აქვს – ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჰარვი ვაინშტაინი, პროდიუსერი, რომლის დამსახურებაც არის სექსუალურ შევიწროების ხმამაღალი ისტორიები, საკუთარ თავზე ფილმს გადაიღებს.
არიზონას ერთ-ერთ კლინიკაში სექსუალური შევიწროებაზე მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, ვაიშტაინი ჰოლივუდში დაბრუნებას და საკუთარ დაცემაზე ფილმის გადაღებას აპირებს.
მისი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ჰარვის უამრავმა პროდიუსერმა მიმართა და ამ ისტორიის გაშლა სთხოვა. სწორედ ეს გახდა შთაგონება პროდიუსერისთვის და გადაწყვიტა, ამ საქმეს თავადვე მიხედოს.თუმცა, ჯერ-ჯერობით, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, მის ამ ინიციატივაზე უარი რამდენიმე ცნობილმა კინოსტუდიამ უკვე განაცხადა.