LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO–მ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის კადრები გაავრცელა

65

ტელეარხმა HBO სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი, რიგით მეშვიდე სეზონის პირველი კადრები გამოაქვეყნა.

„ველური დასავლეთის სამყაროს“ მორიგი ეპიზოდის ჩვენების დროს HBO-ს 2017 წლის გადაცემების ჩვენება მოხდა, სწორედ იქ მოხვდა კადრში პოპულარული სერიალის ფრაგმენტები.

როგორც The Independet წერს, კადრები განსაკუთრებით დამაინტრიგებელია. ერთ-ერთ მათგანში შესაძლებელია სანსა სტარკის დანახვა, მეორეში – ჯონ სნოუსი, მესამეში კი – არია სტარკის.

„შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში სწორედ ის არის, რომ სამივე ეპიზოდში სტარკების კლანის წარმომადგენლები ჩანან“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო სეზონის პრემიერა 2017 წლის ზაფხულში შედგება.

arya-1
jon

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g