LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO MAX-მა ილია თოფურიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო – ნახეთ პირველი „თრეილერი“

283
Untitled design (74)

ესპანურმა HBO MAX-მა ილია თოფურიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. „შერეული საბრძოლო ხელოვნების“ ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის, UFC-ის მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონზე გადაღებული ფილმის სახელწოდებაა “Los Topuria” და ის ხუთი ეპიზოდისგან შედგება. რაც შეეხება შინაარს, ის ქართველი ჩემპიონის მეორე ქამრისაკენ მიმავალ გზას ასახავს.

დოკუმენტური ფილმი მაყურებელს ილია თოფურიას პირად ცხოვრებას, მის ყოველდღიურობასა და გარემოცვასაც აცნობს.

ფილმის პრემიერა HBO MAX-ზე რამდენიმე თვეში იგეგმება, თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია.

ცნობისთვის, პირველი ქამარი ილია თოფურიამ 2024 წლის ,18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის „ნოკაუტით“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა და ის UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიის ჩემპიონი გახდა. 29 ივნისს კი ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ორთაბრძოლაში მან ბრაზილიელი მებრძოლი, ყოფილი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

ვიდეო: „ბედნიერებაა სახლში დაბრუნება“ – ილია თოფურია თავის უსაყვარლეს გოგონასთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

„როცა ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან გამოვედი, იცით, რა მითხრა ჰუგომ პირველი?…“ – ილია თოფურია ისტორიული საჩემპიონო გამარჯვების შემდეგ შვილის ემოციას იხსენებს

„უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“ – ილია თოფურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები