ჰეილი ბიბერმა თავისი კოსმეტიკის ბრენდის, Rhode Skin სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მოდელმა ტოპი და საცურაო კოსტიუმი მოირგო. მის „ლუქს“ 1,4 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი შეუხამა.
„უბრალოდ საყვარელი რაღაცები“ – ასე დაასათაურა ჰეილიმ ფოტოების სერია, რომელშიც უკვე საგრძნობლად წამოზრდილი მუცლით პოზირებს.
ცნობისთვის, გასულ კვირებში ჰეილი და ჯასტინი იაპონიაში მოგზაურობდნენ. ჰეილი უკვე ორსულობის მეექვსე თვეში იმყოფება. მისი ორსულობის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს გავრცელდა. წყვილის მომავალი ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
მოკითხვა ტოკიოდან – ორსული ჰეილი ბიბერი მეუღლესთან ერთად იაპონიაში მოგზაურობს
„დედა და მამა“ – ჯასტინ და ჰეილი ბიბერების უახლესი ემოციური ფოტოები