ჯასტინ ბიბერის, მისი მეუღლის – ჰეილი ბოლდუინის და ყოფილი მეგობრის სელენა გომესის სასიყვარულო სამკუთხედი ისევ აქტუალურია. ჯასტინისა და სელენას გულშემატკივრები დღესაც აქტიურად უტევენ ბიბერს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლის მტკიცებით, ისევ ინტერესით ადევნებს ყოფილი შეყვარებულის საქმიანობას.

Instagram-ის მომხმარებელს ჰეილი ბოლდუინმა უპასუხა Twitter-ში, „არ მესმის, რატომ აქვთ ადამიანებს ამდენი სიძულვილი და რატომ უკვირთ, როცა მათი აგრესიისგან ვცდილობთ თავის დაცვას?!“ ბოლდუინის კომენტარს მხარი ბიბერის დედამ, კანადელმა პროდიუსერმა პეტი მალეტმაც დაუჭირა, „ძალიან ვწუხვარ, რომ სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს გრძნობ. ძალიან ლამაზი და ძლიერი ახალგაზრდა ქალი ხარ, თვითონაც კარგად იცი, რომ ჯასტინს უყვარხარ, დიდად გაფასებს და რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ სხვები?“

გაჩუმება არც თავად ჯასტინს უფიქრია, „ბევრი დარწმუნებულია, რომ ჩემზე კარგად იცის, როგორ ვიცხოვრო, აბსურდულ დასკვნებს კი, მხოლოდ საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით აკეთებს“, – აღნიშნა ბიბერმა, რომელმაც ყველას კორექტულობისკენ მოუწოდა.

