LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„HELLO!“-ს ახალი ნომერი გამოვიდა – რას წაიკითხავთ ჟურნალის ფურცლებზე

332

ქართული  „HELLO!“-ს აგვისტოს ნომერი 1-ელი აგვისტოდან უკვე იყიდება. ჟურნალი, როგორც ყოველთვის, საინტერესო თემებს გვთავაზობს.

გარეკანზე ლეო მესის ქორწილის თემაა განთავსებული, სტატიაში კი ამ საზეიმო ღონისძიების ექსკლუზიურ დეტალებს წაიკითხავთ. როგორი იყო „ბარსას“  თავდამსხმელისა  და მისი რჩეულის – ანტონელა როკუცოს ბედნიერი დღე, რომელიც მშობლიურ არგენტინაში აღნიშნეს, ვინ დაესწრო ცერემონიალს და რა წარწერები ამშვენებს ახალდაქორწინებულების ბეჭდებს? ამ ყველაფერს პირველი HELLO!-ს მკითხველი გაიგებს.

მთავარი ქართული თემაა გიორგი ბახუტაშვილი ოჯახთან და ჯულიანასთან ერთად.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულის ოჯახი და კარიერა – გიორგი ბახუტაშვილი აგვისტოს ნომერში ცნობილ პროექტზე, ოჯახსა და სამსახიობო კარიერაზე საუბრობს. HELLO!-ს  მკითხველი ცნობილი მსახიობის საინტერესო ფოტოსესიასაც იხილავს, რომელშიც მონაწილეობა მეუღლესთან, ქალიშვილთან და ყოფილ პარტნიორთან – ჯულიანა ბარ-გნართან ერთად მიიღო.

დათო და ლიკა ევგენიძეები ცნობილი მამა-შვილის ექსკლუზიური ინტერვიუ HELLO!-სთან. რა ოჯახური ტრადიციები აქვთ, როგორი მამაა დათო და რა გეგმები აქვს ლიკას სამომავლოდ?

სად და როგორ ატარებენ ზაფხულს More is love-ის დამფუძნებელი, ნინო ელიავა და დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე? რჩევები ცხელი ზაფხულისთვის.

შეგახსენებთ, HELLO!-ს  ახალი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g