LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰელოუინი კლავს“ – ყველა დროის ყველაზე ცნობილი საშინელებათა ფილმი ეკრანებზე ბრუნდება

173
helowinnews

სულ მალე ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშინელებათა ფილმი „ჰელოუინი“ ეკრანებზე ბრუნდება. დღეს ინტერნეტში გამოჩნდა ფილმის პირველი თრეილერი, სადაც მაყურებელი ისევ იხილავს ლეგენდარულ ჯემი ლი კერტისს.

ახალი ტრეილერიდან ვიგებთ, რომ სერიული მკვლელი, მაიკლ მეიერსი გადარჩა. მაყურებელმა ნახა, რომ 2018 წელს გამოსულ ბოლო ფილმში ის ცეცხლმოკიდებულ სახლში დარჩა, თუმცა ახალი ფილმიდან ვიგებთ, რომ მან ამჯერად გადარჩენა მოახერხა.

მეიერსის როლს ისევ ნიკ კასტლი ასრულებს. ფილმის სახელწოდებაა „ჰელოუინი კლავს“ და მისი  პრემიერა 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ამჯერად პრემიერა 2021 წლის ოქტომბერში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები