„ფინეთის არქიპელაგი, ტრადიციული საუნა, ღია ცეცხლზე მომზადებული კერძები და ავთენტიკური მასპინძლობა“ – ჰელსინკის ცენტრალური მოედნიდან (Market Square), სულ რამდენიმე წუთის სავალზე, ტურისტებისთვის ტრადიციული აბანოების უკეთ გასაცნობად, ახალი სარელაქსაციო კომპლექსი ამოქმედდა.
საუნასაარი (Saunasaari) საუნების ერთგვარი კუნძულია, რომელიც ვიზიტორებს არა მხოლოდ განტვირთვის, არამედ დედაქალაქის ხედებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.
კუნძულამდე მისვლა წყლის ტაქსითაა შესაძლებელი. 8 აგვისტომდე, ყოველ პარასკევსა და შაბათს, ხელმისაწვდომია სპეციალური პაკეტი, რომელიც მოიცავს როგორც საუნით სარგებლობას, ისე ვახშამს. მენიუშია შებოლილი თევზი, საქონლის ანტრეკოტი ან შემწვარი საზაფხულო კომბოსტო ვეგეტარიანელებისთვის.
კუნძულის დაქირავება შესაძლებელია კერძო ღონისძიებებისთვისაც.
