LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

170
Helsinki
ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების, “ჰელსინკის კომისიის” წარმომადგენლები სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და საქართველოს მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.”მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g