LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკში ველოსიპედისტები საყვარელი საქმიანობის კეთების დროს ფულს იშოვიან

41
helsinknew

ჰელსინკში ველოსიპედისტებს საშუალება ექნებათ, რომ გზის ყოველ კილომეტრზე 2 ევრო გამოიმუშაონ. ქალაქის მერიამ ველოსიპედისტებს 300 კილომეტრამდე ველოტრასის რუკაზე დატანაში დახმარება სთხოვა.

ამისთვის ველოსიპედისტებმა უნდა გადმოწერონ სპეციალური აპლიკაცია Crowdchupa და ტელეფონი ველოსიპედზე დაამაგრონ. მოწყობილობა ქუჩის კადრებს ჩაიწერს, ხელოვნური ინტელექტი კი დაადგენს თუ რამდენადაა გზის ესა თუ ის მონაკვეთი დაზიანებული.

გარდა ყოველ კილომეტრზე გადახდილი 2 ევროსა, ველოსიპედისტებს ვირტუალური ობიექტების (მონეტების, ლიმონის, კენკრის და სხვა) შეგროვებაც შეეძლებათ, რაც მათ დამატებითი თანხის მოგროვების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა მომავალში ფინეთის სხვა ქალაქებშიც გაჩნდება, მაგალითად რიგში დგანან – კუოპიო და პირკანმაა.

ველოსიპედისტთა აპლიკაცია ფუნქციონირებს ასევე სხვა ევროპულ ქალაქებშიც. მაგალითად, 2021 წლიდან დუბლინში ამოქმედდა სერვისი, რომელიც ველოსიპედისტებს ყველაზე ოპტიმალური მარშრუტის პოვნაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g