LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს სახლებიდან საქართველოს დროშა გადმოფინონ

დროშააა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამასთან დაკავშირებით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს საქართველოს დროშისთვის პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

“დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა მოჩანდა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს, სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან ერთად დროშამ ადგილი დაიმკვიდრა სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს წარმომადგენლობების შენობებზე, სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო ოთახებში. თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი, მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში. მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა,” – წერია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები