LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერჩინსკი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: „ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება“

31
პაველ ჰერჩინსკი

„ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევის თაობაზე.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს.

დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს

„ნათელია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი საჭიროა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

„ჩვენ როგორც ევროკავშირი, ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა 12 რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი.“– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.

ამავე თემაზე:

დიმიტრი გვრიტიშვილი: უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი

კოალიცია მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე: იუსტიციის საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება არაფორმალური გავლენა

„საგანგაშო სიგნალია“, „ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – როგორ აფასებს ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევას

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

 

magti 5g