LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერჩინსკი უვიზოს შეჩერების საკითხზე: „ახლა ყველა ვერსია განხილვისთვის მზადაა… დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება… ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი“

143
პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „Movement“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირი რეაგირების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელებს.

ელჩის განმარტებით, „ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოახდინონ“.

ევროკავშირის ელჩის თქმით, 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეიკრიბებიან:

„ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც — ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, რომ ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას, აუცილებლად მოჰყვება შედეგები.

ორშაბათს 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკვე დაიწყო შედეგებზე მსჯელობა. ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროკავშირი კომპლექსურობით გამოირჩევა.

ჩვენ 27 სუვერენული ქვეყანა ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღწევა. ამჟამად წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტების მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოახდინონ.

27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და ვიმედოვნებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განხილვისთვის მზადაა. ვგულისხმობ ყველანაირ ვერსიას. ეს უკვე წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, თუ როგორი იქნება შედეგები“. – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის, ელჩმა უპასუხა:

„ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება.

ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება – არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა და დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ… ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში“- ამბობს ელჩი „Movement“-თან ინტერვიუში.

ინტერვიუ პაველ ჰერჩინსკისთან / Interview with Pawel Herczyński

ინტერვიუ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში პაველ ჰერჩინსკისთან. Interview with the ambassador of the European Union to Georgia Pawel Herczyński. #MovementInterview

Posted by Movement on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024
magti 5g