LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერჩინსკი: „ვგეგმავთ ვიზიტებს 27 წევრი სახელმწიფოდან.. დრო არ ითმენს, გაფართოების შესახებ მოხსენებას უკვე ვამზადებთ – იმედი გვაქვს, საკმარისი პროგრესი იქნება საიმისოდ, რომ წევრ ქვეყნებს ვთხოვოთ, საქართველო მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ“

139
პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და იმ 9 ნაბიჯზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მომდევნო ეტაპზე უნდა შეასრულოს.

ამავე კონტექსტში, ჰერჩინსკიმ ხაზი მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა და თქვა, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება საჭიროა:

„საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ყველამ ვიზეიმეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება 27-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უნდა შეიცვალოს და ეს ცვლილებები უნდა იყოს გარდამქმნელი.

მამუკა მდინარაძე: „შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს“

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას.

იმისათვის, რომ წარმოგვედგინა საგზაო რუკა, ჩვენ შევიმუშავეთ ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროკავშირის წევრობისკენ. არსებობს ბევრი პოზიტიური ელემენტი და მუშაობა გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ მონდომებას, მაგრამ ასევე არსებობს ღია საკითხები, რომელთა შესახებაც უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ.

ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს, მათ შორის 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, რადგან დრო არ ითმენს. ამჟამად უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ოქტომბერში, ისევ ევროკომისიის რეკომენდაციებით იმის შესახებ, გადავა საქართველო შემდეგ ეტაპზე, თუ მოცდა მოუწევს. იმედი გვაქვს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება საიმისოდ, რომ ჩვენ ვთხოვოთ წევრ ქვეყნებს, საქართველო მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ.

„საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“ – პიტერ სტანო

თუ თქვენ შეხედავთ 9 ნაბიჯს, იქ არის რამდენიმე სერიოზულ რეფორმაზე საუბარი, მათ შორის საკმაოდ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და გულახდილად ვისაუბროთ. ნათელია, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს გაწევრიანება და საქართველოს პარლამენტში მყოფ ყველა პარტიასაც სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ასე რომ, სადაც არსებობს სურვილი, იქ არსებობს გზაც. სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა არის ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი. სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მართლმსაჯულების რეფორმას მიიჩნევს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ეს ასევე არის ერთ-ერთი ნაბიჯი ცხრიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას.

მამუკა მდინარაძე: თამამად შეგვიძლია „ვეტინგის“ საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ – თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან

თუ თქვენ ნახავთ პირველ მოხსენებას გაფართოების შესახებ, რომელიც საქართველოს ეხება, იქ წერია, რომ ჩვენ საჭიროს მივიჩნევთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას და ეს უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საქართველოს ამ მხრივ, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია“, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატის თქმით, 9 ნაბიჯიდან ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო პროცესი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მისივე შეფასებით ბოლომდე არ ხდება:

„საარჩევნო კომისია არის კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებაც უნდა გავაგრძელოთ საუბარი ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი არის გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ არის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან.

პრემიერი: „არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში“

ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამწესებელი და ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, რომ კონსულტაცია გაიაროს ვენეციის კომისიასთან ყველა თემაზე არჩევნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიაც ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის რეკომენდაციებს.  

კანონი, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, შეიცავს ბევრ ნიშანს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი სხვა რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები