LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: თამამად შეგვიძლია „ვეტინგის“ საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ – თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან

120
BeFunky-collage

რაც შეეხება ვეტინგის სისტემას, თამამად შეგვიძლია ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე იყოს დამოკიდებული.

„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისის ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან თუ პიარკამპანიებისგან” , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები