LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერმან საბო: დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, ჩამოვედით, რათა პირადად დავარწმუნოთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

70
bzamochra (6)

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ დანიის პარლამენტში შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა და ეცდებიან პირადად დაარწმუნონ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ამასთან, როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, საკრიტიკო ბევრი იქნება და ქართველი დეპუტატები ეცდებიან, ამ კრიტიკას კონსტრუქციულად უპასუხონ და იყვნენ თვითკრიტიკულებიც.

„დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა და იშვიათად ვინმეს თანხმდება, რომ ამ გაერთიანების წევრი გახდეს; თუმცა ჩვენ ჩამოვედით, რათა ისინი პირადად დავარწმუნოთ, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც საქართველოს აქვს, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ვეცდებით, რომ პირად მაგალითზე თუ პირადი შეხედულებებით ისინი ამაში დავარწმუნოთ.

რა თქმა უნდა, საკრიტიკო ბევრი იქნება და ვეცდებით, ამ კრიტიკას კონსტრუქციულად ვუპასუხოთ და თვითკრიტიკულებიც ვიყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მომავალ დღეებში ჩვენი მეგობარი იყოს და გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოს მიიღოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ, რომელიც ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g