Hermès-მა 15 000-დოლარიანი ყურსასმენი, Ateliers Horizons გამოუშვა. ის მაღალი ხარისხის მოსმენის გამოცდილებას მოდასთან აერთიანებს და იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ხმასთან ერთად, ექსკლუზიურობასაც აფასებენ.
ყურსასმენი საფრანგეთში, ორი წლის მანძილზე, 50 ოსტატის მიერ ხელით იქმნებოდა. თითოეულში პრემიუმ მასალა, „ერმესის“ საკულტო ტყავი და პრიალა მეტალი შეგხვდებათ.
Hermès Ateliers Horizons-ის ყურსასმენები მაღაზიებში ზაფხულიდან გახდება ხელმისაწვდომი. ის 5 ფერში იქნება წარმოდგენილი.





