LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰესი გაითიშა შატილში და მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა..“ – მარგარეტ დაიაურის პოსტის შემდეგ ადამიანები გენერატორის შესაძენად თანხას აგროვებენ

183
მარგარეტ დაიაური

ხელოვანი მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად ხევსურეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ შატილში ჰესი გაითიშა და გზის გახსნამდე მაისის თვის ბოლომდე უშუქობაში მოუწევთ ყოფნა.

მარგარეტ დაიაური წერს, რომ სოფელში 3 გენერატორი ესაჭიროებათ, რათა „უბრალოდ ნათურის ანთება შეძლონ“.

პოსტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილმა გენერატორის შესაძენად თანხის ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა.

„მეგობრებო, ჰესი გაითიშა შატილში

ისე დაზიანდა რომ არაფერი ეშველება გზის გახსნამდე და ხელოსნების გადმოსვლამდე

ამიტომ მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა.

სოფელში გვჭირდება 3 პატარა გენერატორი, ისეთი, რომ მხოლოდ ნათურა აანთოს და ცოტა საწვავი სჭირდებოდეს.

თუ ვინმეს გაქვთ და არ იყენებთ ან რამდენიმე თვე არ დაგჭირდებათ,

ძალიან დაგვეხმარებით თუ გვათხოვებთ, ვერტმფრენს გადმოვატანინებდით 1 კვირაში

ჩასწორება: გენერატორებისთვის თანხის ჩარიცხვის მსურველებმა, დანიშნულებაში მიუთითეთ „შატილის გენერატორებისთვის”

მიმღები: ლევან ჭინჭარაული

TBC ბანკი: #GE59TB7905045063600045

საქართველოს ბანკი:

#GE34BG0000000034732600“, – წერს მარგარეტ დაიაური.

 

მეგობრებო, ჰესი გაითიშა შატილში ? ისე დაზიანდა რომ არაფერი ეშველება გზის გახსნამდე და ხელოსნების გადმოსვლამდე ? ამიტომ…

Posted by Margaret Daiauri on Monday, 6 March 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g